2. ბიუროს უფროსი საქმიანობას წარმართავს ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ბიუროს წარმომადგენ-ლობა. იგი პერსონალურად აგებს პასუხს ბიუროს საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის, ბიუროს საკუთრებაში არსებული ქონებისა და იმ ქონებისათვის, რომელიც ბიუროს გადმოცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ბიუროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ბიუროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს ბიუროს და ანიჭებს უფლებამოსილ პირს ბიუროს წარმომადგენლობას;
გ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს შრომის კოდექსისა და ამ დებულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს, აფორმებს ბიუროს თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს;
ე) კანონით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით, იწვევს სპეციალისტებს ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე;
ვ) კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ბიუროს სახელით დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
თ) წელიწადში ერთხელ ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას;
ი) უზრუნველყოფს სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
კ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ლ) ამტკიცებს ბიუროს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;
მ) ამტკიცებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების დებულებებს და განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიებს;
ნ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) უფლებამოსილია კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მოსამზადებლად შექმნას კომისიები;
პ) ამტკიცებს ბიუროს შრომის შინაგანაწესს, განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
ჟ) ამტკიცებს ბიუროში სტაჟირების გავლის წესს;
რ) ამტკიცებს კონკურსის ჩატარების წესს;
ს) ამტკიცებს ბიუროს ექსპერტების ტანსაცმლის ფორმის ნიმუშს;
ტ) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს