ბიუროს ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის და სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ბ) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, ახალი მეთოდების დანერგვა და გამოკვლევათა მეთოდიკების სრულყოფა;
დ) საქართველოს და საერთაშორისო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) დაქტილოსკოპიური, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზების წარმოება;
ვ) ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა სასამართლო ექსპერტიზის საკითხების შესახებ;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2025
მუხლი 2
თავი II — ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025. გამოქვეყნება: სსმ, 103, 24/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №255, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026242/muxli-2-2/