1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. სტრუქტურული დანაყოფი და ტერიტორიული ორგანო შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით.