1. ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს:
ა) ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა;
ბ) ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
გ) სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა;
დ) რადიაციული და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ე) დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა;
ვ) სასაქონლო ექსპერტიზა;
ზ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა;
თ) საინჟინრო ექსპერტიზა;
ი) ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა;
კ) კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა;
ლ) ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა;
მ) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა;
ნ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა;
ო) ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა, მცენარეთა ექსპერტიზა;
პ) სამედიცინო ექსპერტიზა (ცოცხალი პირებისა და გვამების, სამედიცინო-კრიმინალისტიკური);
ჟ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა;
რ) ბიოლოგიური ექსპერტიზა (გენეტიკური, სეროლოგიური);
ს) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა (ამბულატორიული, სტაციონარული);
ტ) კომპიუტერული ექსპერტიზა.
2. ბიურო უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სხვა სახის ექსპერტიზებიც.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.01.2025
მუხლი 3
თავი II — ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025. გამოქვეყნება: სსმ, 103, 24/08/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №255, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026242/muxli-3-2/