ა) ბიუროს უფროსისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;
ბ) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების, მივლინების შესახებ, ასევე სხვადასხვა სახის ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ) ბიუროს თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
თ) ბიუროს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების წინადადების საფუძველზე) და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ი) კონკურსის/ატესტაციის ჩატარება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
კ) ბიუროს საკადრო რეზერვის საინფორმაციო ბაზის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
ლ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება;
მ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის კონტროლი;
ნ) ბიუროში მომზადებული ბრძანებების რეგისტრაცია და რეესტრის წარმოება;
ო) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საექსპერტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად);
პ) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა;
ჟ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირება;
რ) ბიუროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ს) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ტ) ბიუროს ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, ბიუროს ბიუჯეტის შემუშავება;
უ) საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა, ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ფ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და კერძო არბიტრაჟში;
ღ) ბიუროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება