2. ბიუროს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.
3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.
4. ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ბიუროს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
7. ბიუროს ემბლემა გამოიყენება ბიუროს ბლანკებსა და ბიუროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სამედიცინო ექსპერტიზისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტების შენობების შესასვლელების აბრებზე, ასევე ბიუროს თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
8. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84.
თავი II
ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებებ