1.
უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს
:
ა
)
მიიღოს ხარისხიანი განათლება
;
ბ
)
მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შემოქმედებით საქმიანობაში და მეცნიერულ კვლევაში
;
გ)
უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ
-
ტექნიკური
,საბიბლიოთეკო
,საინფორმაციო და სხვა საშუალებებით
;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის
,მათ შორის
,საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ
;
ე
)
საყოველთაო
,პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე
,ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის
,ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში
;
ვ)
თავისუფლად დააფუძნოს ან
/
და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად
;
ზ
)
თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე,რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
;
თ
)
საქართველოს კანონმდებლობისა, უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია,ფინანსური ან მატერიალური დახმარება,სხვა სახის შეღავათები;
ი
)
აირჩიოს სასწავლო პროგრამა
;
კ
)
მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში
;
ლ
)
პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება
;
მ
)
მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები
.
ნ
)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება
;
ო)
უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას აღნიშნული დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიიღოს სტიპენდიის სახით.
2.
უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად
,რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის,სპეციალური მატერიალურ
-
ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში