1.
უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო
.

2.
უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო
.

3.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
,ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად
, შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით
,დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4.
წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას
, ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს
.

5.
თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს,ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო
.

6.
იმ შემთხვევაში,თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს,ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს
, ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს
.

7.წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახლად

არჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით