1. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით
, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა
;
ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით
, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. უნივერსიტეტის ქონების ან მისი ნაწილის შეძენა
,იჯარით გაცემა
,ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით
,თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო
-
კვლევითი საქმიანობის ფარგლებს
,შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით
, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებ
ელი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით
,კანონმდებლობით დადგენილი წესით
.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოშ