1.
უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით
,საყოველთაო
,თანასწორი
,პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა
.

2.
ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას
,რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას
.

3.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად
:

ა
)
უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში
;

ბ
)
ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას
;

გ
)
ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში
;

დ
)
უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად
,რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს
,წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს
;

ე
)
მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინარული საქმის განხილვაში
;

ვ
)
განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს
.

4.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში