1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
5. სტუდენტური ღონისძიებებისათვის განსაზღვრული ასიგნებები აისახება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკატორით გათვალისწინებულ პარამეტრებშ