1. უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება. განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

2. უნივერსიტეტში მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

3. უნივერსიტეტში ხორციელდება სპეციალური - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. უნივერსიტეტში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.

5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში