1.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება:
რექტორი
, რექტორის მოადგილე,ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები
,უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები
.
2.
ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეული ან დანიშნული იქნეს
65
წელს მიღწეული პირი
.
3.
მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი
, უფროს მასწავლებელთან გათანაბრებული კონცერტმაისტერი და საშემსრულებლო დარგის სპეციალისტი.
4.
მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასწავლო–შემოქმედებით,სასემინარო
,პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე
.
5.
დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები
.
6.
უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო, შემოქმედებით ან
/
და სამეცნიერო
-
კვლევით პროცესში მონაწილეობის ან
/
და ამ პროცესის წარმართვის მიზნით