უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
საშემსრულებლო მიმართულებით
ა) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება
;
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ და/ან აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას და აქვს პროფესიული წარმატებები.
თეორიული მიმართულებით:
ა) სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტ