1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ დაზარალებულ უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანამონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და თანამონაწილეობის ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 50%-ისა.
3.
მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება;
ბ)
განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხის გამოყოფის შესახებ;
დ)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესასყიდი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ;
ე)
გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ;
ვ)
უძრავი ქონების გამყიდველის პირადობის მოწმობის ასლი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უძრავი ქონების მყიდველსა და გამყიდველს შორის ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 31.08.2015
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 12. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 12. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის
- მუხლი 19. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა
- მუხლი 15. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
- მუხლი 8. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უბედური შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად
- მუხლი 3. სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ერთჯერადად, რომელიც არაა გათვალისწინებული მუხლი 2-ით
- მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 5. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ, მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება
- მუხლი 10. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება
- მუხლი 13. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ პირების სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №11, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2736998/muxli-8/