1.
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 70000 ჩათვლით, მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
2.
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 70001-დან 200000 ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორას) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
3.
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 200000-ზე მეტს და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხას) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
4.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ე)
წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ზ)
სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი;
თ)
სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი.
5.
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 31.08.2015
მუხლი 2. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 100%
- განაკვეთი 50%
- განაკვეთი 30%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 2. გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- მუხლი 3. ოპერაციების თანადაფინანსება
- მუხლი 13. სოციალურად დაუცველი 0-დან 250 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის პირების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება
- მუხლი 21. გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №6 დადგენილება - „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შე
- მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
- მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება ერთჯერადად
- მუხლი 3. სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ერთჯერადად, რომელიც არაა გათვალისწინებული მუხლი 2-ით
- მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 5. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ, მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
- მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება
- მუხლი 10. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №11, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2736998/muxli-2-2/