1.
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს  0-დან 100000-ის ჩათვლით, მოსარგებლეს აუნაზღაურდება სამედიცინო გამოკვლევაზე მის მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2.
მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მოსარგებლეს აუნაზღაურდება სამედიცინო გამოკვლევაზე მის მიერ გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
3.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
ვ)
კალკულაცია;
ზ)
პირადი ანგარიში;
თ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში);
ი)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ანგარიშ-ფაქტურა (მოქალაქის მიერ გამოკვლევის პირადად დაფინანსების შემთხვევაში).
4.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურის და ქვითრის წარმოდგენის შემდეგ