1. დაწესებულებამ ბიოლოგიური აგენტის, ინფექციური მასალისა და სადიაგნოსტიკო სინჯების ტრანსპორტირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „ინფექციური მასალებისა და სადიაგნოსტიკო სინჯების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ” (WHO/HSE/GCR2012.12) გაიდლაინით და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებისას გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის (IATA) რეგულაციები საშიში ტვირთის შესახებ (DGR).
3. საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტირებისას გამოიყენება რეგულაციები „საშიში ტვირთის გადატანა საერთაშორისო სარკინიგზო საშუალებით“ (RID).
4. საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირებისას გამოიყენება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კოდექსი საერთაშორისო საზღვაო საშიში ტვირთის შესახებ.
5. საფოსტო სამსახურები უნდა ხელმძღვანელობდნენ გაერთიანებული საფოსტო კავშირის (UPU) რეკომენდაციებით, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) რეგულაციებს.
6. ბიოლოგიური აგენტის, ინფექციური მასალისა და სადიაგნოსტიკო სინჯების ტრანსპორტირებისათვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგი, როგორიცაა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციიის (IATA) საშიში მასალების ტრანსპორტირების ტრენინგ