1. დაწესებულებამ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაციის  განხილვა და განახლება  წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

2. ინვენტარიზაცია და მასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები უნდა განისაზღვროს არსებული მასალიდან გამომდინარე  პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით.

3. დაწესებულებამ უნდა განახორციელოს რისკის შემცირებისაკენ მიმართული აქტიური ღონისძიებები, გამოყენებული ბიოლოგიური აგენტების აღმოფხვრის, ჩანაცვლების ან მოცულობის/რაოდენობის, შესრულებული მანიპულაციების რაოდენობის შემცირების საშუალებით. აუცილებელია რისკის დონის შესაბამისი პროცედურების დანერგვა, რომლებიც ბიოლოგიური აგენტის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება მოკვლევისათვი