1. დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ბასრ საგნებთან (ნემსები, სკალპელები, პიპეტები, მინის პიპეტის წვერები და დამტვრეული მინის ჭურჭელი) მოპყრობის პოლიტიკა.
2. ბასრ საგნებთან მოპყრობისას დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების შემდეგი ზომები:
ა) არ შეიძლება გამოყენებული ნემსების გაღუნვა, მოჭრა, გატეხვა, თავის დახურვა, ერთჯერადი შპრიციდან მოხსნა ან სხვა სახის მანიპულაციები;
ბ) გამოყენებული ერთჯერადი ნემსები და შპრიცები ფრთხილად უნდა მოთავსდეს შესაბამის ადგილას განთავსებულ ჩხვლეტისადმი გამძლე ბასრი საგნების მყარ კონტეინერში;
გ) მრავალჯერადი გამოყენების ბასრი საგნები უნდა მოთავსდეს შესაბამის მყარ კონტეინერში და უნდა მოხდეს მათი შემდგომი დეკონტამინაცია;
დ) არ შეიძლება მინის გატეხილ ჭურჭელთან ხელით შეხება. მინის გატეხილი ჭურჭლის აღება უნდა მოხდეს ჯაგრისის და აქანდაზის, სპეციალური მაშის ან პინცეტის გამოყენებით. შეძლებისდაგვარად, მინის ჭურჭელი უნდა ჩანაცვლდეს პლასტმასის ჭურჭლი