1. ბიოლოგიურ აგენტებთან დაკავშირებით, დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და გატარება. ბიოლოგიური აგენტების ინაქტივაციისათვის, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს აპრობირებული პროცედურები.

2. ნარჩენების მართვის პოლიტიკის გასატარებლად საჭიროა შემდეგი ელემენტების გათვალისწინება:

ა) პროგრამის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენის წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანას;

ბ) ნარჩენების კონტროლის/აუდიტის ეფექტიანი სისტემის არსებობა და შედეგების დოკუმენტირება;

გ) ნარჩენების შესანახი შესაბამისი პირობებით, ოთახით/შენობით და პროცედურებით უზრუნველყოფა (მათ შორის, მოკლე და გრძელვადიანი შენახვისთვის);

დ) შერეული ნარჩენების განცალკევებისა და დეკონტამინაციისთვის ეფექტიანი მეთოდებით უზრუნველყოფა (მაგ., ინფიცირებული ცხოველები, რომელთაც მიღებული აქვთ რადიოაქტიური ნივთიერებები);

ე) ნარჩენების შენახვისა და ტრანსპორტირებისას მისი მთლიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი შესაფუთი მასალის გამოყენება.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია, შეგროვება, შენახვა, გატანა, უტილიზაცია ან/და განადგურება „ტექნიკური რეგლამენტი-სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №64  დადგენილების მოთხოვნების, აგრეთვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების  გათვალისწინები