1. დაწესებულებამ უნდა დანერგოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს დეზინფექციის და დეკონტამინაციის სათანადო მეთოდის არჩევას და ეფექტიან გამოყენებას. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ყველა კონტამინირებული ან პოტენციურად კონტამინირებული ნარჩენის იდენტიფიცირება და დოკუმენტირება, ეფექტიანი დეკონტამინაციის ან გაუვნებელყოფის სხვა ადეკვატური მეთოდის შემუშავება და დანერგვა.

2. კონტამინაციის წყაროს წარმოადგენს პერსონალი, ლაბორატორიული ტანსაცმელი და პირადი დაცვის აღჭურვილობა, შუშის ჭურჭელი, ლაბორატორიული აღჭურვილობა, კულტურები და მათთან დაკავშირებული მასალა, დაღვრილი სითხის გასაწმენდი მასალა და აღჭურვილობა, ქაღალდის და პლასტმასის ნარჩენები, ნემსები, შპრიცები, ბასრი საგნები, ნიჟარიდან გამავალი წყალი, ფილტრები და საჰაერო სისტემები, ლაბორატორიაში არსებული ბიოლოგიური აგენტებით ან ტოქსინებით ექსპოზირებული ცხოველები, ცხოველთა ლეშები და საფენი მასალა.

3. ეფექტიანი დეკონტამინაციის პროცედურების იდენტიფიცირება და შემუშავება უნდა განხორციელდეს რისკის შეფასების საფუძველზე.  საუკეთესო დეზინფექციის ან დეკონტამინაციის პროცესის არჩევის დროს  გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ა) დასამუშავებელი მასალის ბუნება (მაგ., მოცულობა, ცილების/სხვა პოტენციური ინჰიბიტორების არსებობა);

ბ) კონტაქტის ხანგრძლივობა და მასალის შეთავსებადობა (მაგ.,  ლითონის ან რეზინის სამაგრებთან რეაქციაში შესვლა);

გ) სადეზინფექციო საშუალებებთან ასოცირებული ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები;

დ) სადეზინფექციო საშუალების აქტიური კომპონენტის საჭირო დონის შენარჩუნება, მისი დაშლის სისწრაფის გათვალისწინებით.

4. დეკონტამინაციის სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელებისას,  დაწესებულება ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ ყველა გამოყენებული სადეზინფექციო საშუალება შეიცავდეს არსებულ სიტუაციაში საკმარისი კონცენტრაციით აქტიურ კომპონენტს  და  ეს კონცენტრაცია შენარჩუნებულ იქნეს მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის, ვალიდაციური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში;

ბ) უზრუნველყოს ნარჩენების შესანახი ადეკვატური პირობები, აღჭურვილობა/ოთახი, შენობა და პროცედურები (მათ შორის,  მოკლევადიანი შენახვისთვის);

გ) უზრუნველყოს შერეული სახის ნარჩენების ეფექტიანი დეკონტამინაციის მეთოდების არსებობა (მაგ., ინფიცირებული ცხოველები, რომლებშიც შეყვანილ იქნა  რადიოაქტიური ნივთიერებები);

დ) უზრუნველყოს ტემპერატურისადმი მგრძნობიარე და ავტოკლავირებისთვის შეუთავსებელი აღჭურვილობისთვის (მაგ.,  კომპიუტერები) შესაბამისი დეკონტამინაციის მეთოდების არსებობა;

ე) მეთოდების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მონიტორინგის ღონისძიებების დანერგვა (მაგ.: ციკლის რეგისტრირება და ავტოკლავებში ინდიკატორების გამოყენება);

ვ) მოახდინოს დამცავი სპეცტანსაცმლის შესაბამისი დეკონტამინაცია, დაწესებულების დატოვებამდე;

ზ) უზრუნველყოს შესაბამისი მეთოდებისა და რესურსების არსებობა, რაც საჭიროა რუტინული სამუშაოების შესასრულებლად  ინფექციურ მასალასთან მუშაობისას  და შიდა და გარე ტრანსპორტირებისას მომხდარ დაღვრას ან სხვა ინციდენტზე რეაგირებისათვის;

თ) განახორციელოს პროგრამების დანერგვა, ბიონარჩენების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირების მიზნი