1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს რისკის შეფასების ეფექტიანი სისტემის შემუშავება, დანერგვა, გამოყენება და შემდგომი სრულყოფა  ამ დადგენილებით დადგენილი წესებით.

2. თითოეული დაწესებულება ვალდებულია განსაზღვროს და უზრუნველყოს ყველა საჭირო რესურსი, მათ შორის, ადამიანური რესურსი. აღნიშნული გულისხმობს კვალიფიციურ პერსონალს, რაც ხელს შეუწყობს ქვემოთ მოცემული რისკის შეფასების ღონისძიებების ეფექტიანობას:

ა) შესაბამისი მექანიზმის ინიციირება რისკის უარყოფითი გავლენის შემცირების ან თავიდან აცილების მიზნით;

ბ) რისკების შემდგომი კონტროლი რისკის დასაშვები დონის მიღწევამდე;

გ) რისკის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გამოვლენა და დოკუმენტირება;

დ) პრობლემის გადაჭრის საშუალებების შესახებ რეკომენდაციის მიწოდება;

ე) საჭიროებისამებრ, ინფორმაციის გავრცელება და კონსულტაციის გაწევა დაწესებულებაში  და/ან მის ფარგლებს გარეთ.

3. ახალი რისკის შეფასების ან არსებულის გადახედვის ინიციირების საფუძველი უნდა გახდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:

ა) ახალი სამუშაოს წამოწყება ან არსებულ სამუშაო პროგრამაში ცვლილებების შეტანა, მათ შორის, ახალ ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის დაწყება ან სამუშაოს მიმდინარეობისა თუ მოცულობის შეცვლა;

ბ) ახალი ლაბორატორიის, მოწყობილობისა და აღჭურვილობის შემოტანა/დანერგვა ან არსებულის (მათ შორის, ექსპლუატაციის) მოდიფიცირება;

გ) შეცვლილი და/ან დაუგეგმავი კადრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა (მათ შორის, კონტრაქტორები, ვიზიტორები და სხვა არაძირითადი პერსონალი);

დ) სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებში (სოპ-ებში) ან სამუშაო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა (მაგ., დეზინფექციის/ნარჩენების მართვის მეთოდები, პირადი დაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის/გამოყენებისა და ობიექტში შესვლის/ობიექტიდან გამოსვლის წესები და სხვ.);

ე) ბიორისკის მართვასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევების განხილვა და გათვალისწინება;

ვ) დადგენილ წესებთან არსებული და პოტენციური შეუსაბამობის გამოვლენა (მაგ., ახალი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა ან მნიშვნელოვანი არასტანდარტული შემთხვევით გამოწვეული ზემოქმედება);

ზ) საგანგებო შემთხვევაზე რეაგირებისა და განსაკუთრებულ სიტუაციებთან დაკავშირებული დაგეგმვის მოთხოვნების განხილვ