1. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შეირჩევა მთავარი მკვლევარი, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების პროცედურების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

2. მთავარი მკვლევარი პასუხისმგებელია:

ა) უზრუნველყოს კვლევის მეთოდებისა და პროცედურების ბიოუსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) უზრუნველყოს, რომ ლაბორატორიის პერსონალს და კვლევის  მონაწილე სხვა პირებს გააზრებული ჰქოდეთ და იცავდნენ ლაბორატორიისათვის სპეციფიკურ ბიოუსაფრთხოების პროცედურებს;

გ) ბიოლოგიური აგენტის/რეკომბინანტული დნმ-ის შემცველი ყველა პროექტის დაწყებამდე უზრუნველყოს მათი ბიოსაფრთხოების კომიტეტის მიერ დამტკიცება;

დ) უზრუნველყოს ბიოლოგიურ აგენტზე/რეკომბინანტულ დნმ-ზე მომუშავე ლაბორატორიული და ტექნიკური პერსონალის და ვიზიტორების წინასწარ ინფორმირება ყველა პოტენციური რისკისა და რისკის შესამცირებელი მოქმედების შესახებ;

ე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერს ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის, აგრეთვე წესების, სამუშაო მეთოდებისა და პროცედურების დარღვევის ან კვლევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინციდენტის ან ლაბორატორიაში შეძენილი ინფექციების დადასტურებული  ან საეჭვო შემთხვევების შესახებ;

ვ) გამოყენებული კვლევისათვის შეარჩიოს შესაბამისი მიკრობიოლოგიური და ლაბორატორიული მეთოდები და ტექნიკა;

ზ) ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება წარუდგინოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერს და ბიოუსაფრთხოების კომიტეტს განხილვისა და დამტკიცებისათვი