1. ბიოდაცვის მენეჯერი პასუხისმგებელია ბიოსაფრთხის შემცველი მასალის კონტროლთან დაკავშირებული დაცვის ზომების შემუშავებას, დანერგვასა და განხორციელებაზე. აღნიშნულ პირს უნდა ჰქონდეს ლაბორატორიის ბიოდაცვისა და დაწესებულების უსაფრთხოების შესახებ სიღრმისეული ცოდნა და მონაწილეობას უნდა იღებდეს ბიოდაცვის კუთხით რისკის შეფასებისა და მართვის პროცესში. ბიოდაცვის მენეჯერმა უნდა ითანამშრომლოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერთან ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ყველა პროცესის არსებობის და მისი მუდმივად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ბიოდაცვის მენეჯერის ფუნქციებია:
ა) იყოს საკონტაქტო პირი დაწესებულების ხელმძღვანელობასა და დაწესებულების დაცვის პერსონალს შორის;
ბ) უზრუნველყოს ბიოდაცვის, ავარიულ სიგნალიზაციასთან და დაშვების კონტროლთან დაკავშირებული ყველა სისტემის სათანადო ფუნქციონირება;
გ) დანერგვამდე უზრუნველყოს ბიოდაცვასთან დაკავშირებული ყველა გეგმის, პროტოკოლის და სოპ-ის განხილვა და დამტკიცება; უზრუნველყოს დაცვასთან დაკავშირებით დამტკიცებულ სოპ-ში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების განხილვა და დამტკიცება;
დ) უზრუნველყოს ბიოუსაფრთხოების/ბიოდაცვის სახელმძღვანელოს შემუშავება, მოდიფიკაცია, პერიოდული რედაქტირება და დაცვის/უსაფრთხოების პერსონალისთვის მიწოდება;
ე) ეფექტური დაშვების კონტროლის ზომების დაცვის მიზნით, უზრუნველყოს პერიოდული შემოწმების და აუდიტის ჩატარება;
ვ) უზრუნველყოს ბიორისკთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების დაცვის/უსაფრთხოების პერსონალისთვის ხელმისაწვდომობა;
ზ) უზრუნველყოს ბიორისკის მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაწესებულების სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
თ) უზრუნველყოს ბიოდაცვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
ი) უზრუნველყოს ლაბორატორიული ინციდენტების მოკვლევა და მათზე რეაგირება დაცვის/უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად; უზრუნველყოს საგანგებო ვითარებაზე რეაგირების გეგმისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავება;
კ) უზრუნველყოს ბიოდაცვის წესებთან, მეთოდებთან ან პროცედურებთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ლ) უზრუნველყოს დაწესებულების მშენებლობის ან რეკონსტრუქციის გეგმების და საინჟინრო და ტექნიკური მახასიათებლების განხილვა და შემდგომი შემოწმება ბიოდაცვის კუთხით;
მ) უზრუნველყოს სოპ-ების და გაიდლაინების შემუშავების, დამტკიცების და დანერგვის მონიტორინგი.
3. საველე ბიოდაცვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობებია: ნებისმიერი პოტენციური გსპ-ის უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და პერსონალის მიერ საველე სამუშაოების განხორციელების დროს კარგი ბიოდაცვის პრაქტიკის უზრუნველყოფის მონიტორინგ