1. რისკის შეფასების შედეგად დაგეგმილი მოქმედების განხორციელებისათვის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მეთოდოლოგიის (მათ შორის, სამუშაო ვადა და მოცულობა, პასუხისმგებელი პირი, ანგარიშგებისა და დამტკიცების მექანიზმები) განსაზღვრა, დანერგვა და გამოყენება.  რისკის მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს:

ა) გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული პირები;

ბ) საჭირო რესურსები (მაგ.: პერსონალი, ბიუჯეტი);

გ) განხორციელების გრაფიკი;

დ) გეგმასთან შესაბამისობის დამადასტურებელი მექანიზმების დეტალები და განხილვის პერიოდულობა.

2. რისკის მართვის სტრატეგია უნდა მოიცავდეს კონტროლის ზომების იერარქიულ სტრუქტურას. მასში შედის სამუშაოს გაუქმება, ალტერნატიული მიკროორგანიზმით/მოქმედებით ჩანაცვლება, საფრთხის იზოლირება, საინჟინრო და ადმინისტრაციული კონტროლის ზომების და/ან პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება.

3. ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ საველე სამუშაოებს (სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები და ა.შ., რომლებსაც შეხება აქვთ დაავადებულ ადამიანებთან და/ან ცხოველებთან), ძირითადად უნდა დაეყრდნონ პირადი დაცვის აღჭურვილობას, სამუშაო პროცედურების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც ნათლად უნდა აისახოს ბიორისკის მართვის მეთოდებშ