1. პათოგენების დაყოფა რისკ-ჯგუფებად ხდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით: ინფიცირების და დაავადების გამოწვევის უნარი მგრძნობიარე ადამიანებსა და ცხოველებში, მათი ვირულენტურობა, რაც განსაზღვრავს დაავადების სიმწვავეს, დაავადების პრევენციის ზომების და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობას.
2. პათოგენები კლასიფიცირდება ოთხ რისკ-ჯგუფად:
ა) რისკის ჯგუფი 1 - მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისა და საზოგადოებისათვის მცირე რისკს და ჩვეულებრივ, არ იწვევენ ადამიანის ან ცხოველის დაავადებას;
ბ) რისკის ჯგუფი 2 - პათოგენები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისათვის საშუალო და საზოგადოებისათვის დაბალ რისკს და შესწევთ უნარი, გამოიწვიონ ადამიანის და ცხოველის დაავადება, მაგრამ ჩვეულებრივ, ლაბორატორიის პერსონალის, საზოგადოების, შინაური ცხოველებისა და გარემოსათვის სერიოზულ საფრთხეს არ ქმნის. ლაბორატორიაში ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექციური დაავადება, მაგრამ ეფექტიანი მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებები ხელმისაწვდომია და ინფექციის გავრცელების რისკი შეზღუდულია;
გ) რისკის ჯგუფი 3 - პათოგენები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისათვის მაღალ და საზოგადოებისათვის დაბალ რისკს და ჩვეულებრივ იწვევენ ადამიანის და ცხოველის მძიმე დაავადებას, მაგრამ არ ვრცელდებიან ერთი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეზე, შემთხვევითი კონტაქტის გზით. მათ წინააღმდეგ არსებობს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები და პრევენციული ღონისძიებები;
დ) რისკის ჯგუფი 4 - პათოგენები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდისათვის და საზოგადოებისათვის მაღალ რისკს და ჩვეულებრივ ადამიანებში და ცხოველებში იწვევენ ძალიან მძიმე დაავადებებს. შეიძლება ადვილად გავრცელდნენ ერთი ინდივიდიდან მეორეზე, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. არ არსებობს მათი საწინააღმდეგო ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
ბიოუსაფრთხოების პრაქტიკის და პრინციპების მოთხოვნე