1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საჭირო პირადი დაცვის აღჭურვილობის განსაზღვრა, ხელმისაწვდომობა, გამოყენება და სათანადო მოვლა. პირადი დაცვის აღჭურვილობა გამოყენებული უნდა იქნეს სათანადო და შესაფერისი ადმინისტრაციული და საინჟინრო კონტროლის საშუალებებთან ერთად (და არა, როგორც მათი შემცვლელი). პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება უნდა მოხდეს არსებული სტანდარტებისა და მწარმოებლის მიერ წარდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად. პირადი დაცვის აღჭურვილობით თანამშრომლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს დამსაქმებლის ხარჯზე.
2. პირადი დაცვის აღჭურვილობასთან დაკავშირებული პროცედურები მოიცავს შემდეგს:
ა) პირადი დაცვის აღჭურვილობის შერჩევისას, შესაბამისი ინფორმაციის გამოყენებას (მაგ., რისკის შეფასება, სამუშაოს განხილვა და ანალიზი, თანამშრომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სხვ.);
ბ) პერსონალის განსაზღვრას, რომელიც საჭიროებს პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებას (მათ შორის, სამეცნიერო პერსონალი, ვეტერინარები, ვიზიტორები და კონტრაქტორები) და მათი შესაბამისი აღჭურვილობითა და საჭირო ზომის და მოდელის სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფას;
გ) სოპ-ებში აღწერილი, პირადი დაცვის აღჭურვილობის შერჩევისა და გამოყენების პროცესის ზუსტ დაცვას, სწავლებისა და შეფასების უზრუნველყოფას;
დ) შესაბამისი პროგრამის მომზადებას და განხორციელებას, პირადი დაცვის აღჭურვილობის ყოველდღიური შემოწმებისა და ტექმომსახურების უზრუნველსაყოფად;
ე) ახალი და სათადარიგო პირადი დაცვის აღჭურვილობის საჭიროების განსაზღვრას და უზრუნველყოფას;
ვ) პირადი დაცვის აღჭურვილობასთან დაკავშირებული საფრთხის განსაზღვრას და კონტროლს (მაგ., მოძრაობის ან ხილვადობის შემცირება);
ზ) შესაბამისი პირადი დაცვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას, როგორც სტანდარტულ პირობებში, ისე ავარიულ სიტუაციებში გამოყენებისას;
თ) საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული პირადი დაცვის აღჭურვილობის გაწმენდის, უსაფრთხოდ შენახვისა და აპრობირებული მეთოდით დეკონტამინაციის უზრუნველყოფა