1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა, ასევე იმ პირთა ჯანმრთელობის რისკის ეფექტიანი მართვა, მათ შორის, პრევენციული და დამცავი ზომების გატარება, რომელთა ფიზიკურ მდგომარეობაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბიოლოგიურ აგენტებთან ექსპოზიციამ.
2. პერსონალისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული დაავადებების სპეციალისტების კონსულტაცია (მომსახურება). პროფესიულ დაავადებებზე ზედამხედველობა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა გზით (მაგ., დაწესებულებაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის შტატის არსებობით ან გარე კონტრაქტორით), მაგრამ ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სერვისის დროულად ხელმისაწვდომობა, შესაბამისი შეფასება და სათანადო მკურნალობა.
3. აუცილებელია ექსპოზიციის რისკის მქონე თანამშრომლების იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო საჭიროებების შეფასება. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ვაქცინაციის საჭიროების განსაზღვრას, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის მიწოდებას და ექსპოზიციის შემთხვევაში, გადაუდებელი ზომების განხორციელებას იზოლაციის/გამოკვლევების ჩათვლით. თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი იმუნური სტატუსი უნდა შეფასდეს და დაიგეგმოს სამუშაო პირობებისათვის შესაბამისი პერიოდული შემოწმება.
4. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა არსებულ ბიოლოგიურ აგენტებთან ექსპოზიციას, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს პერსონალის მიერ სამუშაოს შესრულებასა (მაგ., ეპილეფსია, სტენოკარდია, დაქვეითებული მხედველობა, ფიზიკური აქტივობის და კოორდინაციის შეზღუდვა) და პერსონალური დაცვის აღჭურვილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობაზე. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს თანამშრომლის ზოგად მდგომარეობაზე (მაგ., სტრესი, დეპრესია, ფეხმძიმობა, იმუნური სტატუსი და სხვ.).
5. თანამშრომლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალური