1. არსებული რისკიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ვაქცინაციის საჭიროების განსაზღვრა. ვაქცინაციის პროგრამამ უნდა მოიცვას ის პირები, რომლებიც იმყოფებიან ბიოლოგიურ აგენტებთან ან ტოქსინებთან ექსპოზიციის პოტენციური საფრთხის წინაშე. აღნიშნულის განსაზღვრას უზრუნველყოფს დაწესებულების ბიოუსაფრთხოების ოფიცერი და ბიოუსაფრთხოების კომიტეტი, პროფესიული ჯანდაცვის პროვაიდერთან შესაბამისი კონსულტაციების გავლის საფუძველზე.
2. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრა, დანერგვა და ლაბორატორიაში დაშვების შეზღუდვა მანამ, სანამ თანამშრომელი არ დააკმაყოფილებს ვაქცინაციის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ საველე პირობებში ან ფერმაში შეუძლებელია კონტროლის აღნიშნული მექანიზმის განხორციელება, უნდა დაინერგოს კონტროლის სხვა მექანიზმი, როგორიცაა მაგალითად, სპეციალური ნიშნების გამოყენება, რომელიც აფრთხილებს ფერმერებს/გლეხებსა და მათი ოჯახის წევრებს, არ შევიდნენ სამუშაო ტერიტორიაზე.
4. საჭიროებისამებრ, უნდა მოხდეს ვაქცინაციის მიმართ რეზისტენტული პირების გამოსავლენი ღონისძიებების გატარება (ვაქცინაზე რეაქციის დონიდან გამომდინარე) და ამავე დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასეთი პირების ვაქცინაციის საკითხების მარეგულირებელი პოლიტიკის არსებობა. აუცილებელია გამოვლინდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სამუშაოსათვის შეუსაბამო პირები და არ მოხდეს მათი დაშვება სახიფათო ნივთიერებებთან ექსპოზიციის რისკის შემცველ ადგილებზე.
5. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სპეციალური ნიშნების გამოყენება იმ ადგილებზე, სადაც აკრძალულია შესვლა ვაქცინაციის გარეშე.
6. დაწესებულება ვალდებულია, პერსონალს შესთავაზოს უფასო ვაქცინაცია. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მასზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა შეივსოს ვაქცინაციაზე უარის თქმის ფორმა და დაფიქსირდეს თანამშრომლისა და ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერებ