1. ფერმაში ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მონაცემები მიუთითებს გავრცელების რისკს, ფერმაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
2. გადაუდებელი ვაქცინაციის გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის გამოყენებით გამოწვეული მთავარი კრიტერიუმები და რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს ან შეიცვალოს მეცნიერული მიღწევების ან გამოცდილების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს მიერ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო ვალდებულია შეადგინოს ღორების გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამოიწვია გადაუდებელი ვაქცინაციის მოთხოვნა;
ბ) იმ ტერიტორიის შესახებ, რომლებშიც უნდა განხორციელდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და ამ ტერიტორიაზე ღორების ფერმების რაოდენობის შესახებ;
გ) ღორების კატეგორიებისა და იმ ღორების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია;
დ) გამოსაყენებელი ვაქცინის შესახებ;
ე) ვაქცინაციის ხანგრძლივობის შესახებ;
ვ) ვაქცინირებული ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ;
ზ) ღორებისა და მათი პროდუქტების გადაადგილებასთან დაკავშირებული ზომების შესახებ;
თ) კრიტერიუმების შესახებ, რომლითაც გადაწყვეტილი უნდა იქნეს ვაქცინაცია კონტაქტურ ფერმებში;
ი) საგანგებო სიტუაციის სხვა საკითხების შესახებ მათ შორის,, კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ვაქცინირებულ და ვაქცინაციის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ფერმებში აღებულ ნიმუშებზე. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა შეიძლება შემდგომში შეიცვალოს ან შესწორდეს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
4. გადაუდებელი ვაქცინაციის განხორციელებისას:
ა) არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ვაქცინაციის ზონა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაომდე;
ბ) ვაქცინირებული ღორებისაგან წარმოებული ახალი ღორის ხორცი დამუშავებული უნდა იყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად;
გ) ასაცრელი ღორებიდან შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონები ვაქცინაციამდე 30 დღის განმავლობაში უნდა განადგურდეს სააგენტოს ზედამხედველობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოყენებული უნდა იქნეს საეჭვო ტერიტორიაზე ვაქცინაციის დასრულებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის დასრულებამდე, მიღებული უნდა იქნეს ზომები რათა აიკრძალოს:
ა) სეროდადებითი ღორების ფერმიდან გაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მათი დაუყოვნებლივ დაკვლის საჭიროება;
ბ) სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის შეგროვება სეროდადებითი ღორებიდან;
გ) სეროდადებითი ღორებიდან მიღებული გოჭების გაყვანა ფერმიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საჭიროა მათი ტრანსპორტირება:
გ.ა) სასაკლაოზე დაუყოვნებლივ დაკვლისთვის;
გ.ბ) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ფერმაში, საიდანაც ისინი უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე;
გ.გ) ფერმაში ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სეროლოგიური გამოკვლევიდან მიღებული უარყოფითი შედეგების შემდეგ.
7. გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს, რომ ფერმაში, სადაც ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული, ყველა ღორი უნდა დაიკლას ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვაქცინაციის დასრულებიდან გონივრულ დროში. წარმოებული ახალი ხორცი უნდა დამუშავდეს ან მოხდეს მისი ნიშანდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომები შესაძლოა მიღებულ იქნეს მას შემდეგ რაც:
ა) ყველა ღორი ფერმაში, სადაც ვაქცინაა გამოყენებული, დაიკვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ასეთი ღორებისაგან წარმოებული ახალი ხორცი დამუშავდება ან მისი ნიშანდება მოხდება ამ წესის მე-10 მუხლში განსაზღვრული დებულებების შესაბამისად;
ბ) ყველა ფერმა, სადაც იმყოფება ვაქცინირებიული ღორები გასუფთავდება და მოხდება მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტში წარმოდგენილი ზომების მიღებისას, სააგენტომ:
ა) არ დაუშვას ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) მანამ, სანამ ვაქცინირებული ღორის დაკვლიდან და დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან 10 დღე არ გავა;
ბ) რეპოპულაციის (აღწარმოება) შემდეგ ვაქცინაციის ზონაში ყველა ფერმის ღორს ჩაუტაროს კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჭირის ვირუსის შესაძლო არსებობის გამოვლენის მიზნით, სულ მცირე 40 დღის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაუშვებელია ფერმიდან ღორების გაყვანა.
10. ვაქცინირებული ღორების ხორცის ნიშანდება, მათი შემდგომი გამოყენება და დამუშავებული პროდუქტის დანიშნულების განსაზღვრა ხდება სააგენტოს გადაწყვეტილები