ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი  ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში ჭირის პირველადი ეპიზოოტიის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე ჭირის ლიკვიდაციისათვის მისაღები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების წერილობითი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;

ბ)  ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ  უნდა გაითვალისწინოს:

ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების  გავრცელების არეალი;

ბ.ბ) გარეული ღორების პოპულაცია აღნიშნულ ზონაში;

გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;

დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში;

ე) დაინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის, ადგილმდებარეობის და რაოდენობის განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების  შესახებ;

ვ) ინფიცირებულ ზონაში და მის გარშემო გარეული ღორების მეტაპოპულაციის დაახლოებითი რაოდენობის შესახებ;

ზ) გარეული ღორების პოპულაციაში ჭირის ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ, მონადირეების მიერ მოკლული გარეული ღორების ან მკვდარი ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ;

თ) გარეული ღორების გადაადგილების ან/და გარეული ღორების მეტაპოპულაციებს შორის კონტაქტის გამო, დაავადების გავრცელების შემცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ;

ი) შესაძლო ინფიცირებული გარეული ღორების პოპულაციის და გოჭების შესამცირებლად მიღებული ზომების შესახებ;

კ) ნადირობისათვის დაწესებული მოთხოვნების შესახებ;

ლ) მკვდარი ან მოკლული გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს   სააგენტოს ზედამხედველობით;

მ) ლაბორატორიულ გამოკვლევებით, ჭირზე დადებითად მორეაგირე ყველა გამოშიგნული ცხოველისა და ტანხორცის ყველა ნაწილის დამუშავების ან/და განადგურების შესახებ;

ნ) თითოეულ მოკლულ ან მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ. აღნიშნული გამოკითხვა უნდა მოიცავდეს კითხვარის შევსებას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

ნ.ა) იმ  ტერიტორიის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.ბ) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.გ) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

ნ.დ) მკვდარი ღორის შემთხვევაში გამოშიგნული სხეულის შესახებ;

ნ.ე) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;

ო) კონტროლის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის, ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;

პ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;

ჟ) იმ ორგანოს შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია გეგმის განხორციელების   მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე;

რ)  ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის შესაძლებლობის შესახებ;

ს) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ  12 თვის შემდე