ღორის ხორცში ჭირის ვირუსის დაშლის მეთოდებია:
ა) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც ხორცი უნდა დამუშავდეს ერთ-ერთი მეთოდით:
ა.ა) დამუშავება 700 C ტემპერატურაზე, რომელიც უნდა აღწევდეს ხორცის ნაჭრების მთელ სისქეში;
ა.ბ) დამუშავება ჰერმეტულ დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) შემდეგი მაჩვენებლის გათვალისწინებით - Fo - 3,00 ან უფრო მაღალი;
ა.გ) დამუშავება ჰერმეტულ, დალუქულ ჭურჭელში (კონტეინერში) არანაკლებ 600 C ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში, რა პერიოდშიც ხორცის ნაჭრების სისქეში ტემპერატურა 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს 700 C;
ბ) ბუნებრივი ფერმენტაცია და მომწიფება:
ბ.ა) ძვლოვანი და უძვლო ღორის ხორცი უნდა დაექვემდებაროს დამუშავებას არანაკლებ 9 თვე ბუნებრივი ფერმენტაციით და მომწიფებით შემდეგი პარამეტრების მიღწევამდე Aw - 0,93 ან მეტი, pH - 6,0 ან მეტი;
ბ.ბ) შაშხი უნდა დაექვემდებაროს ბუნებრივ ფერმენტაციას და მომწიფებას სულ მცირე 190 დღე, ხოლო კისრის ნაწილები - 140 დღე;
გ) ღორის ხორცის მშრალი დამარილებით დამუშავება:
გ.ა) იტალიური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას, შემდეგ გამოშრობას არანაკლებ 313 დღის განმავლობაში;
გ.ბ) ესპანური ტიპის ძვლოვანი შაშხისათვის ღორის ხორცი ჯერ ექვემდებარება დამარილებას და შემდეგ გამოშრობას 252 დღე, იბერიული შაშხისათვის - 252 დღე, 140 დღე იბერიული ბარკლისათვის, 126 დღე იბერიული კისრისათვის და 140 დღე სერანარსკის შაშხისათვი