ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღორი -  ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის, გარეული ღორი;

ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა ან მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და ასევე შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები  და  მათზე ნებადართულია ნადირობა;

დ) ინფიცირებული ღორი -  ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევებით  დასტურდება  აფრიკული ჭირის არსებობა;

ე) აფრიკული ჭირის  ეპიზოოტია (ეპიდემია) -  ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე;

ვ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტია (ეპიდემია) - დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველადი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;

ზ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია აფრიკული ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე  განხორციელდა ამ წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

თ) აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევა გარეულ ღორებში -ნებისმიერი გამოვლენილი შემთხვევა  გარეულ ღორში იმ ტერიტორიაზე, სადაც არ გატარებულა  ღონისძიებები ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად;

ი) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც აფრიკული ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, ადამიანის, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

ლ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში -  სახელმწიფო ვეტერინარი)   - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

მ) ვეტერინარი ექიმი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) აუდიტი - დასახული მიზნის მისაღწევად სისტემატური ან დამოუკიდებელი შემოწმება განხორციელებული საქმიანობის დაგეგმვის ეფექტიანობისა და შედეგების შესაბამისობის დასადგენად;

ო) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი  განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე აფრიკული ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით;

პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით;

ჟ) მოკვლა - ნებისმიერი პროცესი, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი;

რ) გადამტანი - Ornithodorus erraticus-ის სახეობების ტკიპა, რომელიც წარმოადგენს  აფრიკული ჭირის ვირუსის გამავრცელებელს;

ს) ფერმა - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროები