1. აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა)  ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების  დაწესებას,  მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას.

2. აფრიკულ ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. ფერმაში აფრიკული ჭირის არსებობის ოფიციალურად დადასტურების  შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს:

ა)  აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ მოიკლას ფერმაში არსებული მთლიანი სულადობა;

ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანის ფორმისა და ფერმაში მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობის დასადგენად, დაავადების შეტყობინებამდე, მოკლული ღორებიდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის აღებულ იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები;

გ)  მკვდარი ან მოკლული ღორის სხეული დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;

დ) ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის სასაკლაოზე დაკლული ღორების ხორცზე  განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა ხორცი დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;

ე) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორების სპერმაზე, კვერცხუჯრედზე და ემბრიონებზე  განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა აღირიცხოს და განადგურდეს ზედამხედველობის ქვეშ;

ვ) აფრიკული ჭირის ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება, როგორიცაა ფურაჟი და ნარჩენი, დამუშავდეს.  ერთჯერადი მოხმარების მასალა, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს, განსაკუთრებით, დაკვლის დროს გამოყენებული მასალა-ინვენტარი, განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის  მითითებებითა და ზედამხედველობით;

ზ) ღორების განთავსებისთვის გამოყენებული შენობები,  ასევე, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობები, ქვეშსაგები, რომელიც გამოყენებული იყო ცოცხალი ან გატყავებული და გამოშიგნული ღორების ტრანსპორტირებისთვის, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, ნაკელისა და წუნწუხის;

თ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, დადგინდეს  ვირუსის გენეტიკური ტიპი;

ი) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

4. ლაბორატორიაში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე, სამონადირეო მეურნეობების ან შემოღობილ ტერიტორიაზე,  სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის, სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვისათვის, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „,ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, თუ იგი ნეგატიურად არ აისახება ეპიზოოტიურ (ეპიდემიოლოგიურ) კეთილსაიმედოობაზ