1. აფრიკული ჭირის პირველად ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე, რომლებიც მომზადებულია ამ წესის მე-19 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმის ფარგლებში.

2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, აფრიკული ჭირის ვირუსის ფერმაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან  დაავადების შეტყობინებამდე;

ბ)  ფერმაში აფრიკული ჭირის შესაძლო წარმოშობასა და სხვა ფერმების იდენტიფიკაციას, სადაც ღორები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან;

გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ღორების, მოკლული ღორის სხეულების, ხორცის, სპერმის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ფერმიდან სხვა ფერმებში;

დ)  გადამტანების ან გარეული ღორების მიერ დაავადების გავრცელების შესაძლებლობას.

3. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აფრიკული ჭირი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახე