1. აფრიკული ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით, უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები გატარებული უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.
2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;
გ) ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;
დ) ღორების გადაადგილებისა და ვაჭრობის პრინციპები, სასაკლაოების ხელმისაწვდომობა და საწარმოები ტანხორცის გადამუშავებისათვის;
ე) შენობა-ნაგებობები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას, თუ მოსაკლავი ღორები გაყვანილი უნდა იქნეს მათი წარმოშობის ფერმებიდან.
3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის საკითხზე.
4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის,, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირების ინფორმირებისათვის ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი შეზღუდვების შესახე