1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება:

ა)  ფერმების აღწერა შესაძლო მოკლე დროში, რომლთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა.ა) ღორების კლინიკური მდგომარეობა;

ა.ბ) ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა,  თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით  მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალ და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც;

გ) სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს, გაწმენდა (გარეცხვა), მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში (გადაყვანაში) გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე;

დ) სხვა შინაური ცხოველების ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანის აკრძალვა სააგენტოს თანხმობის  გარეშე;

ე) ფერმაში  დაავადებული ღორებისა და მათი სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ნიმუშების აღების უზრუნველყოფა ლაბორატორიულ გამოკვლევისათვის;

ვ) ღორების ფერმიდან გაყვანის აკრძალვა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის ან დეზინსექციის დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის მანძილზე. 40 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ტრანსპორტირებულნი იქნებიან პირდაპირ:

ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობოს ქვეშ;

ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;

ზ) დამცავ ზონაში მდებარე ფერმებიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გატანის აკრძალვა;

თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 40 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) ან ღორების შენახვისას წარმოქმნილი ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მფლობელის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ, დაუშვას  დამცავი ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

ბ) დასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.

3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა, იმ პირობით, რომ:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს ფერმაში არსებული და გადასაყვანი ღორების კლინიკურ შემოწმებას და მათი სხეულის ტემპერატურის გაზომვას;

ბ) განახორციელებს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  შემოწმებით არ დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა;

დ) სატრანსპორტო  საშუალებები, სადაც  მოთავსებულია ღორები, დალუქულია სააგენტოს მიერ;

ე) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება  მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ, ამ წესის  მე-12  მუხლში  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) ღორების  მოკვლის ან დაკვლის   შემდეგ  აღებული  ნიმუშები  გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

4.  თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ღორების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ და ამის შესახებ  უნდა აცნობოს სააგენტოს;

ბ)  სასაკლაოზე ღორების   დაბინავება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან  განცალკევებით;

გ) სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს აფრიკული ჭირის არსებობის ნიშნები.

5. ასეთი ღორის ხორცის ნიშანდება უნდა მოხდეს სპეციალური შტამპით, შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის, მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც  ნიშნის გარე კიდე ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და  ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი.

6. დამუშავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს  დალუქულ მდგომარეობაში.

7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს:

ა) დაინფიცირებული ფერმების გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე;

ბ)  ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე აფრიკული ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით.

8.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და  მე-2 პუნქტში   მითითებული 40 დღიანი პერიოდი შეიძლება შემცირდეს 30 დღემდე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს დაინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის საჭიროებისას, დეზინსექციის დასრულებიდან 45 დღის გასვლამდ