1. სააგენტოს მიერ დაავადების არსებობის გამორიცხვამდე ან დადასტურებამდე, პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაატაროს დაავადების კონტროლის შემდეგი ზომები:

ა) მოახდინოს ყველა ცხოველის იზოლირება, რომლებზეც არსებობს ეჭვი აფრიკული ჭირით ინფიცირებაზე;

ბ) განახორციელოს შესაბამისი დამატებითი ბიოუსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი;

გ) შეაჩეროს შინაური ღორების ყველა გადაადგილება სადგომიდან ან სადგომის მიმართულებით;

დ) სადგომიდან ან სადგომის მიმართულებით აღკვეთოს სხვა სახეობის ცხოველების გადაადგილება, ღორების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მასალების, ნივთიერებების;

ე) უზრუნველყოს სადგომის წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის ჩანაწერების განახლება;

ვ) სააგენტოს მოთხოვნით, მიაწოდოს ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით;

ზ) შეასრულოს სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები აფრიკული ჭირის კონტროლთან დაკავშირებით.

2. სადგომში აფრიკულ ჭირზე ეჭვის შემთხვევაში, დაინფიცირებული ცხოველებისგან და სადგომიდან სხვა არაინფიცირებულ ცხოველებზე ან ადამიანებზე დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო სადგომზე აწესებს ოფიციალურ ზედამხედველობას და დაუყოვნებლივ უწესებს შემდეგ წინასწარ შეზღუდვებსა და ბიოუსაფრთხოების ზომებს:

ა) სადგომში და სადგომიდან შინაური ღორების გადაადგილების აკრძალვას;

ბ) სადგომში და სადგომიდან სხვა ცხოველების გადაადგილების აკრძალვას;

გ) ნებისმიერი პროდუქტის, მასალის ან ნივთიერების გადაადგილების აკრძალვას, რომელიც შესაძლოა იყოს დაბინძურებული ან რომელმაც შესაძლოა გადაიტანოს დაავადებები სადგომიდან;

დ) ახდენს შინაური ღორების იზოლაციას და დაცვას გარეული ცხოველებისგან, სხვა სახეობის ცხოველებისგან და, საჭიროების შემთხვევაში, მწერებისა და მღრღნელებისგან;

ე) შინაური ღორების დაკვლის აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ნებადართულია სააგენტოს მიერ;

ვ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მასალების, ნივთიერებების, პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების არამიზნობრივად გადაადგილების აკრძალვას სადგომებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებიდან გამონაკლისის სახით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებას იმ სადგომიდან, რომელზედაც არსებობს აფრიკულ ჭირზე ეჭვი, რისკის შეფასების შემდეგ და იმ პირობით, თუ:

ა) ცხოველებისა და პროდუქტების გადაადგილება შეესაბამება ყველა პირობას და ბიოუსაფრთხოების ზომებს, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ბ) დანიშნულების სადგომში არ არის სხვა შინაური ღორი;

გ) დანიშნულების სადგომში არ არის სასაკლაო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტომ დანიშნულების სადგომს შეიძლება დაავალოს დაავადების კონტროლის ზომების გატარება.

5. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების პრევენციული მოკვლაზე იმ სადგომში, სადაც აფრიკულ ჭირზე არსებობს ეჭვი.

6. იმ მკვდარი ცხოველისგან მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც მოკვდა ან მოკლულია, უნდა დამუშავდეს ან განადგურდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დაავადების აგენტის ინაქტივაცია და დაავადების გავრცელების თავიდან აცილება არადასნებოვნებულ ცხოველებზე.

7. აფრიკული ჭირის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს, რომ აფრიკული ჭირის დაავადაბაზე საეჭვო სადგომში პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ განაახლოს ინვენტარი.

8. აფრიკული ჭირზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ინვენტართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ადგენს განახლებულ მონაცემებს, კერძოდ:

ა) სადგომში განთავსებულ ცხოველების სახეობების, კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ;

ბ) ყველა იმ ცხოველის სახეობის საიდენტიფიკაციო ნომერის შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია სავალდებულოა;

გ) შინაური ღორების სახეობების, კატეგორიების და რაოდენობის შესახებ, რომლებიც სადგომში დაიბადნენ, მოკვდნენ, გამოავლინეს კლინიკური ნიშნები ან სავარაუდოდ დაინფიცირებულები არიან აფრიკული ჭირით;

დ) ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მასალის ან ნივთიერების შესახებ, რომელიც შეიძლება დაბინძურდეს, ან რომელმაც შესაძლოა მოახდინოს აფრიკული ჭირის დაავადების გადატანა სადგომში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ყველა ადგილის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების გადამტანი ვექტორების გადარჩენას სადგომში.

9. თუ სადგომი შედგება რამდენიმე ეპიდემიოლოგიური ერთეულისაგან, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იქნეს მითითებული თითოეული ეპიდემიოლოგიური ერთეულისთვის.

10. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფარგლებში, დაავადებაზე ეჭვის მქონე სადგომში სააგენტო ამოწმებს სულ მცირე შემდეგ ჩანაწერებს:

ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინვენტარის შესახებ;

ბ) შინაური ღორების წარმოშობის სადგომში შემოსვლისა და სადგომიდან გასვლის თარიღის შესახებ;

გ) სხვა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, სადგომში შემოსვლისა და სადგომიდან გასვლის თარიღის შესახებ;

დ) წარმოების შესახებ;

ე) შესაძლებლობის შემთხვევაში, სადგომის ვეტერინარი ექიმის ვიზიტების შესახებ.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების ანალიზი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 15 დღის მონიტორინგის პერიოდს, რომელიც გამოითვლება იმ თარიღიდან, როდესაც დაფიქსირდა შეტყობინება ეჭვის არსებობის შესახებ.

12. სადგომში შინაურ ღორებში აფრიკული ჭირის ეჭვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია შექმნას დროებითი შეზღუდული ზონა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სადგომი მდებარეობს შინაური ღორების მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე (არეალში, ზონაში);

ბ) ხდება შინაურ ღორებთან კონტაქტში მყოფი ცხოველების ან პირების გადაადგილება, რომლებზეც არსებობს აფრიკული ჭირის ეჭვი;

გ) არსებობს აფრიკული ჭირის დაავადებაზე დიაგნოზის დადასტურების შეყოვნება;

დ) არსებობს არასაკმარისი ინფორმაცია საეჭვო დაავადების შესაძლო წარმოშობისა და შემოჭრის გზების შესახებ.

13. დროებითი შეზღუდული ზონის შენარჩუნება შესაძლებელია იმ მომენტამდე, სანამ აფრიკული ჭირის არსებობა გამოირიცხება იმ სადგომში, სადაც მასზე იყო ეჭვი, ან დადასტურებული იქნება აფრიკული ჭირის არსებობა და დაწესდება შეზღუდული ზონა.

14. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დროებით შეზღუდულ ზონებში შინაური ღორების პრევენციული მოკვლის ან დაკვლის შესახებ, როდესაც ამას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოითხოვ