1. ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ გეგმის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებისთანავე, სააგენტომ დაავადების გავრცელების აცილების მიზნით უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავებას და დეზინფექციას და, საჭიროების შემთხვევაში, გააკონტროლოს მწერებისა და მღრნელების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები დასნებოვნებულ სადგომში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წინასწარი დასუფთავება, დეზინფექცია და კონტროლი ხორციელდება ამ გეგმის დანართი №1-ის „დასუფთავების, სადეზინფექციო პროცედურები და საჭიროების შემთხვევაში, მწერებისა და მღრღნელების კონტროლი“ I და II ნაწილებში მითითებული პროცედურების შესაბამისად, სათანადო საშუალებების გამოყენებით, აფრიკული ჭირის დაავადების აგენტის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, რაც ადეკვატურად უნდა იქნეს დოკუმენტირებული.

3. იმ შემთხევევაში, თუ სააგენტო დაუშვებს გამონაკლისს ამ გეგმის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა ჩატარდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული წინასწარი დასუფთავება, დეზინფექცია და კონტროლის პროცედურები, დასნებოვნებულ ცხოველიდან, სადგომებიდან და ადგილებიდან დაუსნებოვნებელი ცხოველებზე, აფრიკული ჭირის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღნიშნული ღონისძიებების გარდა, სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და ზედამხედველობას უწევს, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დასნებოვნებულ სადგომში და სადგომიდან ცხოველთა გადასაყვანად, სათანადოდ გაიწმინდოს და მოხდეს დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაექვემდებაროს მწერების და მღრღნელების კონტროლ