წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

(a) სადგომის და მასში არსებული სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მასალის ან ნივთიერების გაწმენდა, დეზინფექცია და დამუშავება მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ:

(i) სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების; და

(ii) VI დანართში განსაზღვრული გაწმენდის, დეზინფექციის და გადამუშავების პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად.

(b) სადგომში შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველისთვის გამოყენებული ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან საძოვარი, სადაც დადასტურებულია ფრინველის გრიპის არსებობა, არ გამოიყენებოდეს ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მიერ სანამ კომპეტენტური ორგანო არ დარწმუნდება, რომ არსებული ფრინველის გრიპის ვირუსი უკვე განადგურებული ან ინაქტივირებულია;

(c) ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული სასაკლაოების, სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების ან ნებისმიერი სხვა ტრანსპორტირების საშუალების, სასაზღვრო გამშვები პუნქტების და მათში არსებული ნებისმიერი მასალის გაწმენდა, დეზინფექცია და გადამუშავება განხორციელდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად;

(d) განადგურდეს ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მოწყობილობა-დანადგარი, მასში არსებული მასალა და ნივთიერება, რომელთა ეფექტურად გაწმენდა, დეზინფიცირება ან გადამუშავება შეუძლებელია;

(e) გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებები და მათი კონცენტრაცია ნაბადართული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიე