1. ღორების დაინფიცირება ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსით სწრაფად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი შემთხვევები შედარებით იშვიათია, არსებობს პოტენციალი იმისა, რომ დაინფიცირებულმა ღორმა დაავადება გადასდოს ფრინველებსა და სხვა ცხოველებს. დღეისათვის, არ არსებობს მტკიცებულება დაინფიცირებული ღორების მიერ H5 და H7 ქვეტიპის ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის გადადების შესახებ.
2. 2003 წელს ნიდერლანდებში მომხდარი ვირუსის აფეთქების შედეგად მიღებული გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ H7N7 დაინფიცირებულ ღორებს არ აღენიშნებოდათ ამ ინფექციისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. უფრო მეტიც, აზიაში და სხვა ქვეყნებში H5N1 ვირუსის აფეთქებისას დღემდე არ გამოვლენილა ღორების დაინფიცირების ფაქტები.
3. კლინიკური ნიშნებით არ განისაზღვრება ღორების დაინფიცირება, თუმცა ფრინველის გრიპის გამომწვევი სხვა ვირუსით ღორების დაინფიცირების კლინიკური გამოვლენა შესაძლოა განხორციელდეს ვირუსის და მისი მასპინძლის ადაპტირებისთანავე. ფრინველის გრიპის ვირუსის დიაგნოსტიკა ღორებში თითქმის მსგავსია ფრინველის სახეობებში დიაგნოსტიკისა, და იგი ეფუძნება ვირუსის გამოყოფას, მოლეკულური გამოკვლევის ტექნიკასა და HI ტესტირების გზით სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენას. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ არც ერთი ტესტი არ არის სრულად ვალიდირებული ღორებში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის დასადასტურებლა