1. ღორში ფრინველის გრიპის გამომწვევი ვირუსის ინფექციის განსასაზღვრად, მეტად მგრძნობიარე მეთოდს წარმოადგენს ვირუსის გამოყოფა ან მოლეკულური დიაგნოსტიკა. თუმცა, ღორში სეროლოგიური რეაქციებით გამოვლენილი იქნა ვირუსი მისი გამოყოფის ან გამოვლენის არარსებობის შემთხვევაშიც. ღორის შრატის გამოკვლევის HI ტესტები, რომელიც გამოყენებულია ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-8 თავში მითითებული ფრინველის შრატის გამოკვლევისათვის, საჭიროებს რიგ შესწორებებსა და მოდიფიკაციებს.

2. ღორის შრატი ზოგადად ცნობილია HI ტესტებში არასპეციფიური ინჰიბირების მახასიათებლებით და მისგან დასაცავად შრატის თითოეული ნიმუში დამუშავებული უნდა იქნეს RDE-ით. გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მეთოდი:

ა) ღორის 100 µl იმუნურ შრატს ემატება 400 µl RDE (წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გაზავება) და შეერიოს კარგად;

ბ) ხორციელდება ინკუბაცია 37oC-ზე ერთი საათი;

გ) აღნიშნულის შემდგომ ინკუბაცია უნდა განხორციელდეს არანაკლებ 56oC-ზე 30 წუთი;

დ) ნიმუშები ცივდება 4oC-ზე არანაკლებ 15 წუთი;

ე) ემატება 10 µl 30 % (v/v ერითროციტების მასა) ქათმის სისხლის წითელი უჯრედები და უნდა შეერიოს კარგად;

ვ) განხორციელდეს ინკუბაცია 4oC-ზე მთელი ღამის განმავლობაში. ალტერნატივის სახით, თუ ნიმუშის იმავე დღეს გამოყენება მნიშვნელოვანია, ინკუბაცია უნდა განხორციელდეს 37oC-ზე ერთი საათის განმავლობაში და ცენტრიფუგირება კი 300 x g–ზე ხუთი წუთის განმავლობაში.

3. შემდგომ დამუშავებული შრატი გამოიყენება ფრინველის შრატთან დაკავშირებით აღწერილი HI ტესტირებისას, პირველადი განზავება - 1:10. ღორების შრატის ნაკრები, რომელიც ფრინველის გრიპთან მიმართებაში ცნობილია სერო–ნეგატიური სტატუსით, გამოყენებული უნდა იქნეს ვირუსის შტამის HI ტესტების სპეციფიკის შეფასებისას (ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-8 თავი). 2003 წელს ნიდერლანდებში მომხდარი აფეთქებისას, აფეთქებისგან დამოუკიდებლად შეგროვებული ღორის შრატის გამოყენებით ჩატარებულ HI ტესტირებისას გამოვლენილი იქნა 2,6%–მდე არასპეციფიკური რეაქტორებ