1. წესის 53-ე-55-ე მუხლების მიხედვით, შესაძლებელია გადაუდებელი და პროფილაქტიკური ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ პირობებში. ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს DIVA სტრატეგიის გამოყენება.
2. ვაქცინაციის მიზანია ინფექციისა და, შესაბამისად, გუნდებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენცია. არსებობს უდავო მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინაციის შემდგომ ფრინველის დაინფიცირებისათვის საჭიროა ვირუსის უფრო მეტი რაოდენობა და მცირდება ორგანიზმიდან ვირუსის გამოყოფა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ ფრინველს აღარ უვითარდება კლინიკური ნიშნები, ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მას კვლავ შეუძლია გარემოში ვირუსის გამოყოფა-გავრცელება. ამრიგად, H5 და H7 ქვეტიპის HPAI-ის გამომწვევი ვირუსი შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში ცირკულირებდეს შეუმჩნევლად, გუნდში იმუნიტეტის სუბოპტიმალური დონის არსებობის შემთხვევაში, ისევე, როგორც LPAI-ის გამომწვევი ვირუსი - არავაქცინირებულ გუნდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საველე ვირუსით დაინფიცირებული ვაქცინირებული გუნდების იდენტიფიცირების საჭიროება, რომ შესაძლებელი იქნეს კონტროლის სხვა ზომების (მაგ. სანიტარული დაკვლის) განხორციელებ