1. გასუფთავებული სითხე 0,1–დან 0,2 მლ ოდენობით შეყვანილი უნდა იქნეს ინკუბატორში 9-დან 11 დღემდე განთავსებულ, არანაკლებ ოთხი განაყოფიერებული კვერცხის თითოეულ ალანტოისურ ღრუში. აღნიშნული კვერცხი მიღებული უნდა იქნეს SPF გუნდიდან, თუმცა შესაძლებელია ფრინველის გრიპის ანტისხეულებზე თავისუფალი (ანტისხეულებზე უარყოფითი შრატი - SAN) გუნდიდან მოპოვებული კვერცხის გამოყენებაც.

2. ინოკულირებული კვერცხი შენახული უნდა იქნეს 37oC-ზე და უნდა გადიოდეს ყოველდღიურ ოვოსკოპირებას. მკვდარი ან მომაკვდავი ჩანასახიანი კვერცხი და სხვა დანარჩენი კვერცხი ინოკულაციიდან 6 დღის შემდგომ უნდა გაცივდეს 4oC-ზე და ალანტოისურ–ამნიონური სითხეები შემოწმდეს ჰემაგლუტინაციის აქტივობაზე. თუ ადგილი არ აქვს ჰემაგლუტინაციას, აღნიშნული პროცედურა განმეორებით უნდა იქნეს ჩატარებული გაუზავებელი ალანტოიდურ/ამნიონური სითხის გამოყენებით, როგორც ინოკულუმი. ჰემაგლუტინაციის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ბაქტერიის არსებობა ხელოვნურ საკვებ ნიადაგებზე ჩათესვით. ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში, სითხის გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს 450 მმ მემბრანული ფილტრის გამოყენებით, რის შემდგომაც ემატება ანტიბიოტიკები და ხორციელდება ინოკულაცია განაყოფიერებულ კვერცხში.

3. დიაგნოზის დაჩქარების მიზნით, ზოგიერთი ლაბორატორია იყენებს ორ- სამ-დღიან ან ორდღიან და ოთხდღიან პასაჟებს და წარადგენს ორ ექვსდღიან პასაჟთან შედარებითი შედეგების ანგარიშს, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით არ არის სრულად შეფასებული.

4. პოზიტიური სითხე შემოწმებული უნდა იქნეს, რომ ის არ შეიცავს ბაქტერიებს. ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სითხის გადაცემა 450 მმ მემბრანული ფილტრის გამოყენებით ან ცენტრიფიგურებით, ბაქტერიის მოშორების მიზნით და უნდა იქნეს რეპასაჟირებული კვერცხში მეტი ანტიბიოტიკების დამატების შემდგო