სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, კომერციული რეპოპულირებული საფრინველის ინსპექტირებისას, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:
ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;
ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა დაავადებული ფრინველის კლინიკური ისტორიის შეფასებას და კლინიკური შესწავლას;
გ) სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:
გ.ა) ფრინველის საფრინველეში განთავსებისთანავე სისხლის არანაკლებ 20 ნიმუში, გარდა ერთდღიანი წიწილისა; ნიმუშების აღება, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა განხორციელდეს ფრინველის წარმოშობის საფრინველეში, ახალ საფრინველეში რეპოპულაციის მიზნით გადაყვანამდე;
გ.ბ) მკვდარი ფრინველის ნიმუშები ან არაუმეტეს 10 მკვდარი ფრინველის ლეშიდან აღებული ნაცხი რეპოპულაციის თარიღიდან ყოველ კვირა 21 დღის განმავლობაში;
დ) თუ საფრინველე წარსულში დაინფიცირებული იყო HPAI-ის გამომწვევი ვირუსით, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს წყლის ფრინველის (ბატი/იხვი) 20 ტრაქეალურ/ოროფარინგეალური და 20 კლოაკალური ნაცხი და თუ შესაძლებელია, აღნიშნული უნდა განხორციელდეს რეპოპულაციის თარიღიდან 21 დღიანი პერიოდის ბოლო კვირას;
ე) თუ საფრინველე წარსულში დაინფიცირებული იყო LPAI-ის გამომწვევი ვირუსით, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს წყლის ფრინველის (ბატი/იხვი) 20 ტრაქეალურ/ოროფარინგეალური და 20 კლოაკალური ნაცხი და სისხლის 20 ნიმუშ