სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შეზღუდულ ზონაში კომერციული საფრინველის ინსპექტირებისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური ისტორიის შეფასებას და კლინიკურ შესწავლას;

გ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეულ საწარმოო ერთეულში;

დ) სამიზნე საფრინველეში, კომპარტმენტში ან საწარმოო ერთეულებში კლინიკური ინსპექტირებით და ლაბორატორიული ნიმუშების აღებით დამატებითი სახელმწიფო მონიტორინგის განხორციელება სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს რისკის შეფასების შედეგების საფუძველზ