წესის 43-ე-46-ე მუხლების შესაბამისადი შეზღუდულ ზონაში გამოყენებული ზომები შეწყვეტილი უნდა იქნეს დაინფიცირებულ საფრინველეში დეპოპულაციის, წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან არანაკლებ 21 დღის შემდგომ ან LPAI-ის დადასტურებიდან არანაკლებ 42 დღის შემდგომ იმ პირობით, რომ:
ა) შეზღუდულ ზონაში არსებული ყველა კომერციული საფრინველე შემოწმებულია სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, ჩატარებულია ამ დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს 30-ე მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა ნიმუში გამოკვლეულია და გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომია;
ბ) ხელმისაწვდომია LPAI-ის გავრცელების რისკის განსაზღვრისათვის ნებისმიერი დამატებითი კლინიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს არაკომერციულ საფრინველესაც;
გ) LPAI-ის გავრცელების რისკის შეფასების საფუძველზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ამ მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად. ამგვარი შეფასების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ დადებითი სეროლოგიური და უარყოფითი ვირუსოლოგიური გამოკვლევების შედეგების შემთხვევაში შეზღუდვები შეიძლება გაუქმდე