ფრინველის სასაკლაოზე ტრანსპორტირებამდე, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საფრინველის ან ფრინველის გამოსაჩეკ საფრინველის ინსპექტირებისას, სადაც ფრინველი გამოიჩეკა დაავადების საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შეგროვებული კვერცხიდან, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური ისტორიის შეფასებასა და კლინიკურ შესწავლას;

გ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს სასაკლაოზე გაგზავნამდე არანაკლებ 48 საათით ადრე თითოეული საწარმოო ერთეულის ფრინველიდან;

დ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული საწარმოო ერთეულის იმ ფრინველიდან, რომლებიც გამოიჩეკნენ დაავადების საინკუბაციო პერიოდში შეფროვებული კვერცხიდა