1. წევრმა სახელმწიფოებმა, 1991 წლის 1 ივლისამდე, კომისიას უნდა წარუდგინონ ეროვნულ დონეზე გასატარებელი ზომების გეგმა, რომელთა გატარებაც მათ განზრახული აქვთ რათა უზრუნველყონ II დანართით დადგენილი წესების დაცვა საწარმოთა აღიარების მიზნით, შინაური ფრინველითა და საინკუბაციო კვერცხით გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობის მიზნებისთვის.
კომისია ამოწმებს გეგმებს. 33(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად შესაძლოა მოხდეს ამ გეგმების დამტკიცება, ან დამტკიცებამდე მათში შესწორებების ან დამატებების შეტანა.
2. 33(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად გეგმაში შეტანილი შესწორებები ან დამატებები, რომლებიც დამტკიცდა ამ მუხლის პირველი აბზაცის მე-2 ქვეაბზაცის თანახმად, შესაძლოა:
a) დამტკიცდეს შესაბამისი წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, რათა გათვალისწინებული იქნეს ამ წევრ სახელმწიფოში სიტუაციის ცვლილება; ან
b) მოთხოვნილი იქნეს დაავადების პრევენციისა და კონტროლის მეთოდების კუთხით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით.